ახალი ამბები
25 ოქტომბერი: შიდა ქართლში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა
25 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში 1 928 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, 33 - შიდა ქართლში.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავამ, კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრა.

დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის - 788, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 28 431-ს შეადგენს,

24 საათში გამოჯანმრთელდა 604 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 10 767-ს.

24 საათში 8 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ 201 გარდაცვალების შემთხვევაა.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 17 437-ს შეადგენს. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ; მძიმე პაციენტი - 429, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი,

2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, 11 403 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში 4 112 ადამიანი იმყოფება. სულ, 6-24 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 8 296 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 237 ადამიანი, აჭარაში - 10 245, იმერეთში - 3 861.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას", - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები