ახალი ამბები
მდინარე მტკვარში ბრაკონიერები დააფიქსირეს
,,ასე ანადგურებენ თევზს მტკვარში" - აღნიშნავს ფოტოების გამავრცელებელი, რომლის თქმით, შემთხვევა კასპის სიახლოვეს მოხდა. 

ფოტოები კასპელმა თემო პარკაძემ გადაიღო. ის კასპის შშმ პირთა უფლებების დამცველია, ხოლო სოციალურ ქსელში წერენ, რომ აღნიშნული ფაქტი გარემოს დაცვის სამინისტროს ეფექტურ მუშაობაზე მეტყველებს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატამენტის ოფისი მცხეთაში მდებარეობს, ამ უწყებას სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის რეგიონი აბარია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები