ახალი ამბები
EU4Youth პროგრამის მხარდაჭერითა და CENN-ის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში პირველი Business Bootcamp (ბიზნესბანაკი) ჩატარდება
6-8 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტში, CENN-ის ინიციატივითა და Tbilisi Startup Bureau-ს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „EU4Youth - სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში ინტენსიური ონლაინ ბიზნესბანაკი გაიმართება.

ონლაინ ბიზნესბანაკი გათვლილია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ემსახურება ახალგაზრდებში მადგრადი ბიზნესიდეების გენერირებას, დამუშავებასა და მათში სამეწარმეო პოტენციალის განვითარებას.

პრეაქსელერატორის აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებზე, ისწავლიან იდეის დამუშავებისა და მისი ეფექტიანი წარდგენის მეთოდებს.

ბიზნესბანაკში მონაწილეობისათვის, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ რეგისტრაციის ფორმა 29 ოქტომბრის 23:59 საათამდე. ორგანიზატორები შერჩეულ კანდიდატებს 1 ნოემბრის ჩათვლით გამოავლენენ.
ბიზნესბანაკზე დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Youth-SEED პროექტის უმთავრესი მიზანია შექმნას ხელსაყრელი გარემო პირობები სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების განვითარებისთვის საქართველოსა (გორი, ახმეტა, ნინოწმინდა) და სომხეთის (ლორი, თავუში, შირაკი) საზღვრისპირა რეგიონებში. პროექტის ამოცანაა აღმოაჩინოს სამეწარმეო პოტენციალი ყველაზე მოწყვლად მუნიციპალიტეტებში და ხელი შეუწყოს ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას მეწარმეობის მიმართულებით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები