ახალი ამბები
,,ენმ"-ს შიდა ქართლის კოლონა მიემართება თბილისისკენ
გორიდან თბილისში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე დაიძრნენ. ისინი მსუბუქი ავტომობილებითა და მიკროავტობუსებით დედაქალქში გაემგზავრნენ და კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან ,,ქართული ოცნების დასასრულებლად".

კოლონას რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან შეუერთდნენ. როგორც ჟურნალისტებს ენმ-ის წარმომადგენელმა განუცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები დაცული იქნება როგორც მგზავრობის პროცესში, ასევე შეკრებაზეც.

დღეს, 29 ოქტომბერს, 18 საათზე, თბილისში თავისუფლების მოედანზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერის, ბადრი ბასიშვილის თქმით, ეს იქნება ასევე მზადება 31 ოქტომბრის არჩევნების გამარჯვებისთვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები