ახალი ამბები
სოფელ ოკამში კომისიის მდივანი ესწრება ,,ქართული ოცნების" კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრას
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში ,,მმართველი გუნდის" წინასაარჩევნო შეხვედრას კომისიის მდივანი ესწრებოდა.

მედეა ქავთარაძე იმ ფოტოებშია აღბეჭდილი, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გამოაქვეყნა და სიამაყით აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილეებთან საერთო მიზანი გააჩნია.

ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საუბნო კომისიის წევრთა სიებში მედეა ქავთარაძე მოხსენიებულია, როგოც კომისიის მდივანი. ამავე სიით დასტურდება, რომ იგი უბანზე წარდგენილი საოლქო კომისიის მიერ, როგორც ნეიტრალური პიროვნება.

გორის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის თქმით, ზოგადად საოლქო კომისიის სახელით დანიშნული პირების დასწრება საარჩევნო შეხვედრაზე აკრძალულია, კონკრეტული შემთხვევა კი შესწავლის საგანია, ხოლო თუ ეს დადასტურდება, შესაბამისი რეაგირება მოყვება.

qartli.ge შეეცადა კომისიის მდივანთან დაკავშირებას, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს. კომისიის წევრის მხრიდან, საარჩევნო კოდექსის დარღვევა 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

საარჩევნო შეხვედრაზე კომისიის მდივნის მონაწილეობას ადასტურებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციაშიც. საკითხით ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელიც დაინტერესდა. 

ქვემოთ ფოტოზე: სქრინი ქართული ოცნების კანდიდატის მიერ გამოქვეყნებული ფოტოამბავიდან

Print

სტატიის გამოყენების პირობები