ახალი ამბები
გორში პატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები პოლიციაში დაიბარეს
მესამე დღეა, გორის პოლიციაში, იმ პირებს იბარებენ, რომლებიც პატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც დაკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ პოლიცია ადგენს, თუ როდის გაწევრიანდა ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგონა პოლიტიკურ ორგანიზაციაში და რა ურთიერთობა ჰქონდა მას 18 წლამდე ასაკის ბიჭთან.

განცხადება პოლიციაში მშობელმა, შვილის ნაამბობის შემდეგ, შეიტანა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები