ახალი ამბები
31 ოქტომბერი: შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. 

ამჟამად რეგიონში კოვიდინფიცირების 871 აქტიური შემთხვევაა. ბინაზე მკურნალობას გადის 410 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში.

დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 5 პირი, ხოლო ამჟამად თვითიზოლაციაში რჩება 1458 ადამიანი.

ინფიცირებულთა შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები