ახალი ამბები
დალევა და ქეიფი საარჩევნო უბნებთან (Photo)
ფოტოზე: ქალაქი გორი, კომბინატის დასახლება

გორი-კასპის ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - აცხადებს საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი.

მისი თქმით, უბნის გარეთ რაც ხდება, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციაში არ შედის.

უბნებთან სუფრები იშლება. სოფლების გარდა, საერთო სუფრები ქალაქის ტერიტორიაზეც გაამზადეს.

აქტივისტები ამბობენ, რომ მათ საარჩევნო საქმიანობასთან შეხება არა აქვთ. სოფელ შინდისში თქვეს, რომ სუფრა მძღოლებისთვის გაშალეს, ხოლო კომბინატის დასახლებაში - დაბადების დღეს აღნიშნავენ.

აქტივისტებისთვის გაშლილ სუფრაზე ალკოჰოლური სასმელებია.

ქვემოთ ფოტოზე: სოფელი შინდისი

Print

სტატიის გამოყენების პირობები