ახალი ამბები
,,დიახ, მობილიზებულია ქართული ოცნების აქტივი" - გელა კაპანაძე
,,გავრცელებული ყალბი ხმები, თითქოს ,,ქართული ოცნების" აგიტატორები ახორციელებენ მოსყიდვას, არ შეესაბამება სინამდვილეს" - განაცხადა გელა კაპანაძემ, რომელიც მმართველი პარტიის გორის ორგანიზაციის სპიკერია.

მისი თქმით, გორი-კასპის ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობაც მაღალია.

,,დღის ბოლომდე ასეთ მშვიდ ვითარებაში ჩაივლის არჩევნები. დიახ, მობილიზებულია ქართული ოცნების აქტივი, ყველა იქცევა სმართლებრივ ნორმებში" - ირწმუნება გელა კაპანაძე.

მისი ინფორმაციით, 15 საათის მონცემებით, გორი-კასპის ოლქში გამოცხადებულია 35 ათასზე მეტი ამომრჩეველი. სულ ოქლში 95 921 ამომრჩეველია რეგისტირებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები