ახალი ამბები
ყელქცეულში დამკვირვებლებს ,,კედელზე აკვრა'' უბრძანეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში უბნის თავმჯდომარე დამკვირვებლებს დაუპირისპირდა.

თავმჯდომარის განცხადებით, დამკვირვებლებს ოთახი უნდა დაეტოვებინათ, ან დარჩენის შემთხვევაში კედელზე აკრულიყვნენ:

,,როდესაც დამკვირვებლებმა გააპროტესტეს, რომ შენობის დატოვების შესახებ ბრძანების გაცემის უფლება არ ჰქონდა, ამის შემდეგ თავმჯდომარემ მოსთხოვა, რომ კედელზე აკრულიყვნენ. ისე უნდა იდგეთ, ერთი ნაბიჯიც არ უნდა გადადგათო. სიტუაცია დაძაბა თავმჯდომარემ და მოგეხსენებათ, დამკვირვებლებს უფლება აქვთ ხმის დათვლის პროცესში 2 მ-ის დისტანცია დაიცვან. გარდა ამისა, ამ უბანზე, მთელი დღის განმავლობაში პროცესი მიმდინარეობდა პროცედურული დარღვევებით. უბნებზე აგიტატორებს და მმართველი გუნდის დამკვირვებლებს ჰქონდათ საარჩევნო სიები, რომლებზეც ასახული იყო პიროვნებების ფოტოები და ამ მეთოდით ცდილობდნენ ამომრჩევლების კონტროლს. ' - აცხადებვს თეონა ფანქველაშვილი.

მისი ცნობით, ყელქცეულის უბანზე ასევე მმართველმა გუნდმა დაამონტაჟა სათვალთვალო კამერა. ,,ესეც ამომრჩევლების კონტროლის მიზნით" - აცხადებს თეონა ფანქველაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები