ახალი ამბები
კასპში ლეობორისტების წარმომადგენლის ფერმიდან ღორები გამორეკეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის, ოთარ ქოსაშვილის კუთვნილი ფერმიდან ღორები გამორეკეს. ამის შესახებ განცხადებას ლეობორისტული პარტიის წარმომადგენელი ავრცელებს.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც საარჩევნო მონიტორინგის პროცესში იყო ჩართული, მის ფერმაში უცნობი პირები მივიდნენ და პირუტყვი გარეთ გამორეკეს.

,,ამას ჩემი სოფლელი გააკეთებდა, სხვა არავინ. აუცილებლად გავიგებ, ვინც ჩაიდინა ეს. ამიტომაა საჭირო, რომ სისტემა დაინგრეს" - აცხადებს ოთარ ქოსაშვილი.

ფერმაში უცხო პირების შესვლისა და პირუტყვის გარეთ გამორეკვის შესახებ ოთარ ქოსაშვილს კასპში ყოფნისას მეუღლემ შეატყობინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები