ახალი ამბები
სოფელ ორთაშენში არჩევნები ,,ენმ"-მ მოიგო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში ხმების უმრავლესობა ,,ერთიანმა ნაციონალურმა" მოძრაობამ მიიღო. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ოპოზიციურმა პარტიამ 192 ხმა, ხოლო ,,მმართველმა პარტიამ" 188 ხმა მოიპოვა.

ოქმის მიხედვით, დასახლებაში სულ 919 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საარჩენო უბანზე კი, - 466 ამომრჩეველი გამოცხადდა. სოფელი ორთაშენი ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული.

2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები