ახალი ამბები
გორის საოლქო კომისიაში ,,ლელოს" საჩივარი არ განიხილეს
გასაჩივრების წესის დარღვევის გამო, ,,ლელო საქართველოს" გორის ორგანიზაციის იურისტის საჩივარი არ დააკმაყოფილეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა მიიღო.

მისი განკარგულებით, საჩივარი წარდგენილია იმ პირის მიერ, რომელსაც საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საოლქო კომისიაში ადმინისტრაციული დავის დაწყების უფლება არ აქვს.

მალხაზ მირუაშვილი განკარგულებაში იმასაც აღნიშნავს, რომ საჩივრის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს, რომელიც წარდგენილია საარჩევნო კომისიაში. საჩივრის დაწერის უფლება აქვს ასევე ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც აკრედიტირებულია საოლქო კომისიაში.

საჩივარს კი ხელს აწერს იურისტი რევაზ გოგიაშვილი, რომელიც განკარგულების მიხედვით, საოლქო კომისიისთვის არაუფლებამოსილი პირია. რევაზ გოგიაშვილი 39 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს.

იხ. ამავე თემაზე:

გორში ,,ლელოს'' კანდიდატი 39 უბნის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვს

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები