ახალი ამბები
კოვიდკლინიკის ადმინისტრაციის განცხადება ბერშუეთელი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე
"კოვიდინიცირებული პაციენტი, 46 წლის მამაკაცი, რომელიც "გორმედის" ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში (ამჟამად კოვიდკლინიკა) გარდაიცვალა, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას იყო უკიდურესად მძიმე, უპერსპექტივო.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,გორმედის" წარმომადგენელი ავრცელებს. მისი თქმით, პაციენტის სტაციონარიზაცია იყო დაგვიანებული.

,,ხაშურის კოვიდკლინიკაში შეყვანისას, კორონავირუსით ინფიცირეულ პირს მარცხენა ფილტვი 90%-ით დახურული ჰქონდა, მარჯვენა კი - 60%-ით. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა უკიდურესად მძიმედ. კლინიკაში შეყვანისთანავე მოხდა მისი გადაყვანა მართვით სუნთქვაზე და მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, უტარდებოდა ინტენსიური მკურნალობა, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - აცხადებენ "გორმედის" ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, გარდაიცვალა 46-წლის მამაკაცი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ცხოვრობდა. ის ჯერ კოვიდსასტუმროში, შემდეგ კი, - მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ,,გორმედის" ხაშურის კლინიკაში გადაიყვანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები