ახალი ამბები
გორთან ახლოს ტყეში მანქანა გადავარდა - დაღუპულია მამაკაცი
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში მანქანა გადავარდა და ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი სანადიროდ იმყოფებოდა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები