ახალი ამბები
გორის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია გაიმართება
დღეს, 15 საათზე, გორის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბიდან გვაცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აქციაზე ყველა იმ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით დაზარალდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ლელო საქართველოსთვის" წევრები იქნებიან. ეს ის პარტიებია, რომელთა საჩივრები გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომრემ არ დააკმაყოფილა.

თავმჯდომარის განკარგულებები სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა გორის სასამართლოს მოსამართლეებმა საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებები კანონიერად მიიჩნიეს და ძალაში დატოვეს.

გაერთიანებული ოპოზიციის საჩივრების არდაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ დავა არაუფლებამოსილმა პირებმა დაიწყეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები