ახალი ამბები
გორში დიალიზის პროგრამაში ჩართულ 4 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
შიდა ქართლში კორონავირუსი დაუდასტურდა 4 ადამიანს, რომლებიც დიალიზის პროგრამაში არიან ჩართულები. ამის გამო გორის სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ დამატებითი აპარატურის შეძენა მოითხოვა.

დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის ექიმი-ნეფროლოგის, ირაკლი მუხაშავრიას მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ რეანიმაციულ განყოფილებას დამატებითი ერთი აპარატი სჭირდება. ჰოსპიტალმა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში 6 ნოემბერს ხელშეკრულება ,,ჰოსპიმედ ჯორჯიასთან" უკვე გააფორმა.

,,ჩვენი კლინიკა ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია "" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამჟამად ემსახურება 76 პაციენტს. ამათგან ამჟამინდელი მონაცემებით 4 პაციენტი ინფიცირებულია COVID 19-ით. გაგზავნილია ასევე დაახლოებით 64 პაციენტის
ცხვირხახის ნაცხი კვლევაზე. გთხოვთ დაუყოვნებლივ მოვახდინოთ რეანიმაციული განყოფილებისათვის 1 აპარატის და წყლის გამწმენდი სისტემის შეძენა, რადგან COVID ინფიცირებული პაციენტების მომსახურება შევძლოთ რეანიმაციულ განყოფილებაში, რაც
გამორიცხავს ინფიცირებულების კონტაქტს პაციენტებთან, რომლთაც არ აქვთ დადასტურებული COVID ინფექცია. გთხოვთ თქვენს რეაგირებას." - აცნობა ირაკლი მუხაშავრიამ ჰოსპიტლის დირექტორს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები