ახალი ამბები
,,ვირუსი მართლა არსებობს" - მეუფე იობი
რუისისა და ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი მრევლს მოუწოდებს, რომ დაიცვან დისტანცია და პირბადე გამოიყენონ. ამის შესახებ მან ქარელში გუშინ იქადა.

ჩანაწერს სოციალურ ქსელში მღვდელმსახურები ავრცელებენ.

,,დღეს რომ ეპიდემია მძვინვარებს, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს სპეციალური ლოცვა, მე რამდენჯერმე წავიკითხე და თქვენც, მოგიწოდებთ სასულიერო პირებს წაიკითხოთ, ერის სვლისათვის, სვლა ნიშნავს მოსპობას, ავადმყოფოფა როცა მძვინვარებს. ესაა ღვთის კურთხევაში და უცილებლად წაიკითხეთ. ეს ყველა სასულიერო პირმა უნდა წაიკითხის ლოცა, რომ შეჩერდეს ეს ეპიდემია. ეს რეალობაა, ვირუსი მართლა არსებობს, მართლაც აგრე მღვდელმთავრები არიან დაავადებულნი, სასულიერო პირები, მონაზვნები არიან, უბრალოდ, ზოგიერთი არ ამჟღავნებს და არ ამბობს, რომ ამით ვარ დაავადებული. ამიტომ, ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ექიმები, უნდა შევასრულოთ. პირბადე, დისტანცია. ჩვენი უსაფრთხობისთვის, მოყვასის უსაფრთხოებისთვის. ამაში სიმდაბლის გამოჩენა ჩანს ადამიანში, თუ მორჩილება გაქვს, უბრალოება გაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთის ნებაზეა ეს დაშვებული, მაგრამ ჩვენც სიფრთხილე უნდა გვქონდეს. კაცი წყალში იხრჩობოდა და ღმერთს ეხვეწებოდა, გადამარჩინეო, გაანძრიე ხელი და გადარჩებიო. ჩვენი ნებაც უნდა გამოვხატოთ, ჩვენც რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ." - იქადაგა მეუფე იობმა.

მეუფე იობმა ჯერ კიდევ 2020 წლის 15 აპრილის ქადაგების დროს განაცხდა, რომ 19 აპრილს, აღდგომა დღეს კორონავირუსი დამარცხდებოდა. ამის შესახებ დღეს ქარელის სამების ტაძარში განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მასონური გადაწყვეტილებაა.

იობი ამბობდა, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსი იყო:

,,ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა",- თქვა მან.

ქადაგების დასაწყისში აღნიშნა, რომ მთავარი უნდა იყოს პატრიარქის მოწოდება და არა - ურწმუნო მთავრობის და ექიმების.

"დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა. შემთხევით არაფერი ხდება. რახან შესცოდა... ყველა ვცოდავთ, მეც ვცოდავ.. არ არის კაცი, რომელიც არა სცოდოს და არ სცხონდეს. აღდგომა ყოფილიყოს ჩოვიდ 19-ის დამამრცხებელი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ სწორედ მაგ დღეს დამარცხდება ვირუსი". - განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები