ახალი ამბები
,,გორმედში" კოვიდინფიცირებულებისთვის 41 საწოლი დაამატეს
ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა და არსებული ეპიდვითარების ფონზე, ,,გორმედმა" კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებითი საწოლფონდი გამოყო.

ამის შესახებ კლინიკის ადმინისრაციიდან გვაცნობეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ ,,გორმედს", გორისა და ხაშურის კოვიდკლინიკებში, 176 პაციენტის მიღება შეუძლია (გორში - 86, ხაშურში - 90).

თუ კი, კოვიდკლინიკის საწოლფონდი, გახსნისას, 135 პაციენტზე იყო გათვლილი, დღეს 176 გახდა. დაემატა 41 საწოლი.

,,გორმედის" გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში სხვა ამბულატორიული თუ სტაციონარული სერვისების მიწოდება პაციენტების მკაცრი ზონირების დაცვით გრძელდება. ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტების უსაფრთხო ტრიაჟისთვის სამედიცინო ცენტრში გამოყოფილია დამოუკიდებელი შესასვლელები, საოპერაციო ბლოკები და ერთმანეთისგან გამიჯნული საპალატე სივრცეები.

შეგახსენებთ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები