ახალი ამბები
გორის სიახლოვეს ავტობანზე ტრაილერი გზიდან გადავარდა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდა მძღოლი, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

ამის შესახებ შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს. შემთხვევა დღეს დილით ავტობანზე, გორის სიახლოვეს მოხდა. სუპერმარკეტ ,,სმარტის" სიახლოვეს სატვირთო ავტომანქანა ხე-მცენარეებით იყო დატვირთული.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანასაც შეეჯახა, თუმცა, როგორც შსს-ში გვითხრეს, დაზიანებები არავის მიუღია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები