ახალი ამბები
კულტურისა და დასვენების პარკ ახალბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კულტურისა და დასვენების პარკ ახალბაღის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონტანტინე თავზარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, პარკის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

„ძვირფასო გორელებო! მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ახალბაღის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.

პარკის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა და შესყიდვის ღირებულება 7 863 026 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

იგეგმება პარკის შემოღობვა და ახალბაღის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების რეაბილიტაცია, ასევე, მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, გასართობი და სპორტული სივრცეები, ახალი გარეგანათება, კომუნიკაციები და ა.შ", - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები