ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში ექიმები კოვიდპაციენტებს დაბადების დღეებს უღნიშნავენ
,,ჰიპოკრატე რომ გააცოცხლა ერთი საათით, ის აუცილებლად ამ ერთ საათს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაატარებდა, რადგან არსად ისე არ იცავენ მის ფიცს, როგორც აქ." - ამბობს ერთ-ერთი პაციენტი, რომელმაც სამადლობელი წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

,,თითოეულ ექიმს, მედდას თუ მომსახურე პერსონალს პაციენტზე ზრუნვა ზენიტში აქვს აყვანილი. ყველა პაციენტს აქ მეფის სტატუსი აქვს სქესის, ასაკისა, სოციალური სტატუსის თუ მიმდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. მათი პრობლემების გადაწყვეტა თუ სურვილების ასრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება.

,,აქ ყველა ერთნაირი ლურჯი კომბინიზონით დადის, ყველას პირბადე აქვს აფარებული და სკაფანდრი უკეთია. პირველად რომ აღმოვჩნდი მათ გარემოში, თავი გალაქტიკებსშორისი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის ტყვედ წარმოვიდგინე თავი.''

,,უსაფრთხო გარემო, წესრიგი, სისუფთავე, საუკეთესო კვება და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება პაციენტს გარანტირებული აქვს. მაგრამ აქ ყველაზე საუკეთესო არის პერსონალის მიერ შექმნილი აურა, რომელიც ჩემის აზრით წამლის გარეშეც კურნავს.''

,,მათი შემართება, მძიმე პაციენტების გამხნევება, სახელდახელოდ მოწყობილი დაბადების დღეების მილოცვა პაციენტებისათვის და სხვა მრავალი სასიკეთო საქმე რომლებსაც ისინი ჩადიან განსაცვიფრებელია.''

ადვილი შესამჩნევია სკაფანდრიდან მომზიმარ თვალებში დაღლილობისა და ოჯახური პრობლემების დანახვა. დილოდან საღამომდე პაციენტების მოვლით გადაღლილები ბრუნდებიან სახლში, სადაც ზოგიერთს ავადმყოფი მშობლები ყავს , ზოგს შვილისთვის ქურთუკის შესაძენი ფული არ აქვს, ზოგიც ობლობაში ზრდის შვილებს და ასე შემდეგ დაუსრულებლად, მაგრამ ისინი ყოველივე ამას გულში ინახავენ და თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებენ." - წერს პაციენტი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები