ახალი ამბები
ხაშური-ქარელის ოლქში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ხაშური-ქარელი-გორის სოფლების ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაალ დუგლაძემ საკუთარი არჩევანი N 20 საარჩევნო უბანზე გააკეთა. ის ხმის მისაცემად 11 საათზე მივიდა. როგორც დუგლაძემ განაცხადა, ხმა ქვეყნის განვითარებას და უკეთეს მომავალს მისცა.

დუგლაძემ ასევე განაცხადა, რომ მას უხერხულობას არ უქმნის რომ არჩევნების მეორე ტურში ის უკონკურენტო კანდიდატია რადგან საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველიც მიდის. მან ასევე თქვა, რომ მმართველმა კანდიდატმა ის მაჟორიტარად იმიტომ შეარჩია, რომ გამოცდილი კადრია.

დუგლაძემ ხაშურის მერთან დაპირისპირებაზეც ისაუბრა, ამბობს რომ მათ შორის აზრთასხვადასხვობა იყო, თუმცა, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები