ახალი ამბები
,,1 კვირაა ტესტირების ჩასატარებლად დავდივარ" - ვითარება გორში
,,1 კვირაა ტესტირების ჩატარება მინდა, მაგრამ საშველი ვერანაირად დაადგა, არა და, ვფიქრობ, რომ კორონავირუსი მაქვს" - გვითხრა ქალბატონმა, რომელიც კორონავირუსის ტესტის ჩატარებას ჯერ ,,გორმედში", შემდეგ კი, - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ცდილობდა.

მისი თქმით, ,,გორმედში" 8 დღე იარა: ,,ახლა მოვედი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და საერთოდ პასუხს არ გვცემენ, სრული განუკითხაობაა" - აცხადებს ქალბატონი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა კომენტარი არ გააკეთა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 264, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 44, გურია – 106, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 232, კახეთი – 214, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულები პირების რიცხვს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 366 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 95 581-მდე. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 114 889-ს.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 085 გარდაცვალების შემთხვევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები