28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, კორონავირუსის გამო, დაგეგმილი
შეზღუდვების ფონზე, მთავრომამ ახალი პროგრამა ,,მოქალაქეებზე
ზრუნვის'' პაკეტი შეიმუშავა. დეტალური ინფორმაცია სოციალური
მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი - 545
მლნ ლარია. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა: 500 ათას პირზე მეტი (ამ
ციფრებში არ შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების
მაჩვენებელი).
კომუნალური ხარჯების
სუბსიდირება - 4 თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით)
განმავლობაში გაახანგრძლივებენ კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას (200
კვტ/მ3-მდე მოხმარება). ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 1 მილიონი
ოჯახი. ბიუჯეტი 270 მლნ ლარი;
1200 ლარიანი დახმარება
სამსახურდაკარგული პირებისთვის - ფორმალურ სექტორში
დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის
იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას.
ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 125,000 პირი. ბიუჯეტი - 150 მლნ
ლარი;
300 ლარიანი ერთჯერადი
დახმარება - გაიცემა 300 ლარიანი ერთჯერადი
კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ.
მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა
და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა
სავარაუდო რაოდენობა - 100 ათასი. ბიუჯეტი - 30 მლნ ლარი;
600 ლარიანი
დახმარება - 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი
ოჯახები იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა
რაოდენობის მიხედვით) დახმარებას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში.
ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახი (220 ათასამდე
პირი), ბიუჯეტი - 55 მლნ ლარი;
600 ლარიანი
დახმარება - 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი
ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი, 6 თვის
განმავლობაში მიიღებენ თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) -
24 ათასი ოჯახი. ბიუჯეტი - 15 მლნ ლარი;
18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ
პირებისთვის გაიცემა 600 ლარიანი დახმარება - თვეში 100
ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა - 43 ათასი
პირი. ბიუჯეტი - 27 მლნ ლარი;
საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში
დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის
განმავლობაში.
სტატიის გამოყენების პირობები