ახალი ამბები
რკინიგზის ადმინისტრაცია მგზავრებს შეძენილი ბილეთების უკან დაბრუნებას სთავაზობს
,,მგზავრებს რომლებსაც წინასწარ სალაროში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, გთხოვთ დღეს დააბრუნოთ ბილეთები" - მიმართავს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია მგზავრებს. განცხადება დღეს გამოქვეყნდა.

განცხადების მიხედვით, სალაროები 28 ნოემბრიდან დაიხურება და გაიხსნება სამგზავრო გადაყვანების განახლების შემდეგ.

,,ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს გახსნისთანავე შეძლებთ ბილეთის დაბრუნებას და თანხის სრულად ანაზღაურებას. ხოლო, მათ ვისაც ონლაინ აქვთ ბილეთი შეძენილი, უახლოეს დღეებში შეძლებენ ონლაინ ბილეთის დაბრუნებას." - აღნიშნულია განცხადებაში.

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე საქალაქთაშორისო გადაადგილება იზღუდება. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში განახლდება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები