ახალი ამბები
ავარიის შედეგად დაშავებული ბებია და შვილიშვილი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ბებია და შვილიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. 20-წლის გოგოს ორი გადაუდებელი ოპერაცია კლინკა ,,გორმედში“ დღის გნმავლობაში გაუკეთდა, საღამოს კი შესაძლებელი გახდა მათი გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში. ბებიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც კვლავ ძალზე მძიმეა.

შეგახსემებთ, ავარია წუხელ სოფელ კარალეთში მოხდა. ნასვა მდგომარეობაში მყოფი პირი, რომელიც ავტომობილს მართავდა სოფელში ავტომობილით მიმავალ ბებიას და შვილიშვილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი.

მომხდარ ფაქტზე შიდანაგ საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია

იხ. ამავე თემაზე:

▶️კარალეთში ავარია მოხდა - არიან დაშავებულები
▶️კარალეთში ავარიის შედეგად დაშავებული 20 წლის გოგონას და მისი ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
Print

სტატიის გამოყენების პირობები