ახალი ამბები
გორში მავთულით დაბმული დედა ძაღლი ლეკვთან ერთად ნაგავზე გადააგდეს
გორში დედა ძაღლი ლეკვთან ერთად ნაგავზე გადააგდეს. ტომარაში, მავთულით დაბმული ძაღლები ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშილმა ნახა.

ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ძაღლები სოფელ ორთაშენის ტერიტორიაზე იპოვა.

,,დღეს, მანქანის გასაკეთებლად ხელოსანთან ვიყავი, სოფელ ორთაშენში. ძაღლების ტირილის ხმა მომესმა. მივედი და დამხვდა ასეთი სიტუაცია. ორივე მავთულებისგან გავათავისუფლე. დედა ძაღლი ვერ დავიჭირე. ლეკვი წამოვიყვანე და იქნებ გავაჩუქო," - გვითხრა ირმა მთიულიშვილმა.

ლეკვი ამჟამად კლინიკა ,,მარკოშია''. კლინიკის ვეტერინარები შესაბამის მკურნალობას ჩაუტარებენ და გააჩუქებენ. ჩუქების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ კლინიკის ხელმძღვანელობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები