კასპის ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელმა საწარმომ ,,თიემთიმ''
დუბაიში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა.
კომპანიამ პროდუქცია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის
მხარდაჭერით გაიტანა. გარდა ამისა, კომპანიას პროდუქცია გააქვს
ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ავსტრიაში,
ტანზანიაში, ისრაელსა და უკრაინაში.
,,სურსათის გადამამუშავებელი მრეწველობა ხელს უწყობს საქართველოს
ეკონომიკის გაძლიერებას, ქმნის პროდუქციას და სტაბილურ ბაზარს ხილისა
და ბოსტნეულის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ,,თიემთიმ'' ახალი
ბიზნეს-შესაძლებლობების შესწავლის მიზნით პროდუქცია გაიტანა „Gulfood
2020“სავაჭრო გამოფენაზე, დუბაიში.'' - აღნიშნავენ ,,იუსაიდის''
წარმომდგენლობაში.
USAID „შპს თი ემ თის“ რებრენდინგსა და შეფუთვის დიზაინში უწყობს
ხელს. საერთაშორისო საბაზრო კავშირები ხელს შეუწყობს კომპანიას ახალი
პროდუქციის წარმოებასა და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების
შექმნაში.
სტატიის გამოყენების პირობები