ახალი ამბები
1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და მოლები გაიხსნება
პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაიხსნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შევხედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესთან, ვინაიდან ჩვენთვის საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო ის საახალწლოლ გახსნა, რომლიც ჩვენ გვქონდა. ამ პერიოდში ჩვენ ვაკვირდებოდით თუ რამდენად ეფექტურები ვიყავით გახსნის პერიოდში და შევძელით შეგვესრულებინა ყველა ის დადგენილი მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და არ გავრცელებას სავაჭრო ობიექტებში. ჩვენ დავხვეწეთ ეს მიდგომები, გვაქვს მათთან კომუნიკაცია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი და გავხსნათ ეკონომიკის გახსნის პერიოდში პირველად სავაჭრო ქსელი. ამასთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება, პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები, ამის შემდეგ უკვე ჩვენ საუბრები გვექნება ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდეგი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როცა გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად ეფექტური", - განაცხადა ტიკარაძემ და იქვე დასძინა: "ყველა სფერო არ გაიხსნება".
Print

სტატიის გამოყენების პირობები