ახალი ამბები
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის საკითხს იანვრის ბოლოს განიხილავენ
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის საკითხს იანვრის ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განიხილავენ.

მისი თქმით, 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები:

,,კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდეგი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როცა გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად ეფექტური", - განაცხადა ტიკარაძემ და იქვე დასძინა: "ყველა სფერო არ გაიხსნება".

შეგახსენებთ, 2020 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. 

qartli.ge-s ფოტოარქივი
Print

სტატიის გამოყენების პირობები