ახალი ამბები
Drive Democracy - როგორ მივიღოთ მონაწილეობა ახალ პროექტში
17 იანვარს სრულდება აპლიკაციების მიღება იმ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) გამოაცხადა.

"რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაცით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის" (DRIVE Democracy: Developing Regional Information and Voter Empowerment for Democracy) - ასე ქვია პროექტს, ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.

პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებასა და გაძლიერებას, არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაზრდასა და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას. პროექტი, ასევე, მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? რას ითვალისწინებს პროექტი? როგორ ხდება მონაწილეთა შერჩევა? - ამის შესახებ ქართლის სტუდიაში ორგანიზაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი, ზაზა ჭიპაშვილი საუბრობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები