ახალი ამბები
,,ის იყო გორის უნივერსიტეტის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი'' - ადმინისტრაცია
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესტორ გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

,,გარდაიცვალა გორის უნივერსიტეტის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, გამორჩეული ქართველი მეცნიერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბატონი გიორგი ოთხმეზური. ბატონ გოგის როლი და ღვაწლი ძალზე დიდია, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების დღეისათვის ოკუპირებული სოფლების ლაპიდარული (ქვაზე ამოკვეთილი) წარწერების, და, ზოგადად, ქართული ეპიგრაფიკის კვლევის საქმეში.''- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები