ახალი ამბები
გორი-კასპის შემოვლით გზაზე მანქანა გზიდან გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორი-კასპის შემოვლით გზაზე. 

ხიდისთავი-დოესის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნულ მონაკვეთზე გზები მოყინულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები