ახალი ამბები
3 ახალგაზრდა ჩივის, რომ გორში პატრულმა ყავის სმის დროს დააჯარიმა
გორში პოლიციამ, მოქალაქეები პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, 20-20 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაჯარიმებული მოქალაქე, ზურა სუდაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, პატრულის თანამშრომელმა სოსო დემეტრაშვილმა, სუდაძესთან ერთად, მისი ორი მეგობარიც დააჯარიმა.

"მადლობა ბატონ სოსო დემეტრაშვილს, ვეცდებით ყავის დალევა ვისწავლოთ პირბადით. როგორც კი გიორგიმ ჰკითხა სიგარეტი როგორ მოვწიოო, პასუხი იყო, უნდა დაანებო სიგარეტს თავიო. p.s არანაირი სიძულვილის შემცველი კომენტარი არ გააკეთოთ, უბრალოდ ფაქტი იყო სასაცილო და მაგიტომ გაგიზიარეთ",- წერს ზურა სუდაძე.



როგორც qartli.ge-მ გაარკვია, შემთხვევა ავტობანზე, გვირაბის სიახლოვეს მდებარე სუპერმარკეტ ,,სმარტის" ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდებს ყავის ქილები მანქანის ძარის სახურავზე ჰქონდათ გაშლილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები