ახალი ამბები
ქვახვრელის სკვერის ,,გახსნამდე'' 3 დღე დარჩა
ასე გამოიყურება ის ადგილი, სადაც სკვერის მოწყობის სამუშაოები 3 დღეში უნდა დასრულდეს. 31 იანვარს სკვერი მზად უნდა იყოს, თუმცა სამუშაობის მხოლოდ 20%-ია შესრულებული.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სამუშაოებს კომპანია ,,ამ ჯორჯია" ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2020 წლის სექტემბრიდანდ დაიწყო და 3 თვეში უნდა დასრულებულიყო.

ამავე პროექტის მიხედვით, აღნიშნულ სკვერში ბილიკის გარდა, უნდა დაიდგას ,,აიწონა-დაიწონა'' და პლასტმასის სხვადასხვა მოწყობილობები.

რატომ ვერ სრულდება დათქმულს დროს, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე, კომპანიას გადავადების შესახებ მოთხოვნა ჯერ გაგზავნილი არა აქვს. კომპანიის დირექტორი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

,,სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე'' აღნიშნულ სკვერში საჭიდაო იყო მოწყობილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები