ახალი ამბები
გორის მერიამ გზების წმენდა დაგვიანებით დაიწყო
გარემოს ეროვნული სააგენტო, უხვ ნალექს, რამდენიმე დღის წინ, ვარაუდობდა. გორის მერიამ გზების გაწმენდა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ქალაქსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნალექი მოვიდა.

ამის ამსახველ ფოტოებს თვით მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს პრეს-სამსახური ავრცელებს. ფოტოების მიხედვით, კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკა დღეს 17 თებერვალს გამოჩნდა, ნალექის მოსვლა 16 თებერვლის საღამოს დაიწყო.

,,სპეც-ტენიკის დახმარებით იწმინდება საავტომობილო გზები, დაიყარა ტექნიკური მარილი. უამონდობის დასრულებამდე აღნიშნული სამუშაოები შესაბამისი ინტენსივობით გაგძელდება.'' - აღნიშნულია კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები