ახალი ამბები
უხვი ნალექის გამო გორის ორ სოფელში სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდათ
უხვი ნალექის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში სასმელი წყლის მიწოდება შეწყდა. ამის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახურის უფროსმა ბონდო მარუაშვილმა დაგვიდასტურდა.

მისი თქმით, ამას მხოლოდ შეფერხება შეგვიძლია ვუწოდოთ. მისი ინფორმაციით, ორივე სოფელში წყლის მიწოდება აღდგენილია, თუმცა ქვახვრელის მოსახლეობას წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება:

,,დღეს იყო შეფერხება ქვახვრელში და ორთაშენში და წყლის მიწოდება უკვე აღდგენილია. ეს არის ყოველდღიური პროცესი. როცა იქმნება წყლის მიწოდების პრობლმემა, ჩვენ მალევე მოგვყავს მწყობრში.'' - აცხადებს ბონდო მარუაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები