ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტესტირება 88 ადამიანს 19 თებერვალს ჩაუტარდა, საიდანაც ახალი კორონავირუსი 7 ადამიანს დაუდასტურდა.

მთლიანად, პანდემიის პერიოდში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსი 3001 შემთხვევა გამოავლინეს. გამოჯანმრთლებულია 2117 პაციენტი.

როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, მარინა კოჩიევა აცხადებს, ამჟამად 884 პაციენტი რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ჯამში, პანდემიის პერიოდშ, დე-ფაქტო რესპუბლიკაში 17 839 ნიმუში გამოიკვლიეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები