ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 22 თებერვალი
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 262 244-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 447 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 16, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 785, საიდანაც: 1 713 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 766, აჭარაში - 194, იმერეთში - 368. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 336 პირი, მათ შორის, თბილისში - 110, აჭარაში - 38, იმერეთში - 107. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში - 65, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 117 - თბილისში, 77 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 865 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 318 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 104, ხოლო აჭარაში - 94.

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 060 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 767 პირი, აჭარაში - 515, იმერეთში - 908.
Print

სტატიის გამოყენების პირობები