ახალი ამბები
ცხინვალის ციხეში წამებით მოკლულ ინალ ჯაბიევის დედა საავადმყოფოში მოათავსეს
ცხინვალში, ინალ ჯაბიევის დედა, ინსულტის ნიშნებით, ქალაქის მოედნიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაია ჯაბიევი დღეს ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრას ცდილობდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი თეატრში კონცერტს ესწრებოდა.

როგორც თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სახელმწიფო ანსამბლის, ,,სიმდის'' კონცერტი მიმდინარეობდა.

,,სიმდის კონცერტს ესწრებოდა ბიბილოვი, მივიდა ჯაბიევის დედა, რომელსაც ნერვიულობა დაეწყო და ცუდად გახდა. კონცერტი გაგრძელდა და წარბი არავის შეუხრია" - წერს თვითმხილველი.

ინალ ჯაბიევი ცხინვალის ციხეში წამებით მოკლეს. ამ ფაქტმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მღელვარება გამოიწვია. გადადგა ე.წ. მთავრობა, ოპოციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს, იმ დრომდე, ვიდრე მთავარი პროკურორი არ გადადგება.

პარალელურად, ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და ახლობლები ქალაქის ცენტრში, მოედანზე აქციებს აწყობენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები