ახალი ამბები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები მიმდნარეობს. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მოსახლეობა საუბრობს.

მათი თქმით, სროლებისა და აფეთქებების ხმა ისმის, ხოლო წვრთნებს ოკუპირებულ სოფელ ძარწემთან განთავსებული საოკუპაციო ძალების წარმომადენლები ატარებენ.

ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება:

,,ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, გარკვეული პერიოდულობით, ადგილზე ხორციელდება უკანონო სამხედრო წვრთნები. აღნიშნულის შესახებ აქტიურდება "ცხელი ხაზი" და ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განხილვის ძირითად საკითხს. უკანონო სამხედრო წვრთები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას. ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.''- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

რამდენიმე დღეა, დე-ფაქტო რესპუბლიკაში საბჭოთა არმიის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით, ომში დაღუპული საბჭოთა მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების 100 წლისთავთან დაკავშირებით კი, სკოლის მოსწავლეებმა წითელი ყელსახვევებით ზეიმი ჩაატარეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები