ახალი ამბები
დღეიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
დღეიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. უკვე ნებადართულია ტრენინგების კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება.

პირველი მარტიდან ფუნქციონირება განახლდა მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში. ხოლო სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი - საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში. უფრო კონკრეტულად, უმაღლესმა და პროფესიულმა სასწავლებლებმა კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღადგინეს და დაიწყეს გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგება - 15 მარტიდან;

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები უკვე შეიმუშავა.

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით; არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

15 მარტიდან სასკოლო წრეები განახლდება; სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;

ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები