ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265 523-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 520 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 33, ქვემო
ქართლი - 5, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი -
9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 849,
საიდანაც: 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 719, აჭარაში - 173, იმერეთში - 278. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში
- 31, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი,
მათგან თბილისში - 58, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 43 -
აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 25.
სულ 6 ოქტომბრიდან - 28 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 369 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 816 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 3 312 პირი, აჭარაში - 386, იმერეთში - 664.
სტატიის გამოყენების პირობები