ახალი ამბები
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გამყოფ ხაზს მოინახულებს
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამყოფ ხაზს მოინახულებს.

მას ხურვალეთში ელოდებიან. ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.

,,ესტუმრება ევროკავშირის პროექტს, რომელიც მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და ღვინის სექტორის განვითარებას და თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახნის.'' - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებაში.

მანამდე, შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართა.

სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

"ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში, მე მექნება საშუალება ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზამდე მივიდე, "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიასთან.'' - განაცხადა შარლ მიშელმა.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები