ახალი ამბები
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გორში 4 მამაკაცი დააკავეს
გორის სასამართლომ მოსამართლემ ნინო გერგაულმა 3 პირს შენიშვნა, ხოლო მეოთხეს ფულადი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე გამოიტანა.

ოთხი მამაკაცი, ერთ ღამეში, პოლიციის წინააღმდეგობის ფაქტზე დააკავეს. პროკურორის მტკიცებით, ახალგაზრდები არ დაემოჩილნენ სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას, რათა შეეწყვიტათ ხულიგნობა და დამორჩილებოდნენ კანონს.

4 მამაკაციდან, სამი მათგანის საქმე ცალკე გამოიყო, ხოლო მეოთხე სამართალდარღვევის საქმე ცალკე განიხილეს. მოსამართლემ ,,შენიშვნა" მხოლოდ ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენა. მეოთხე მამაკაცს კი, 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები