ახალი ამბები
ხაშურის ,,ივერიამ'' იმერეთის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი მოიპოვა
ხაშურის გუნდმა იმერეთის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ცხრამუხის ტერიტორიაზე ,,ივერიამ'' ოზურგეთის ,,მერცხალი'' 4:0 დაამარცხა.

ჩემპიონატი 2006 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის გაიმართა.

ხაშურის მერიის სპორტის სააგენტოს ადმინისტრაციის ცნობით, ცხრამუხის სტადიონზე მოპოვებულმა გამარჯვებამ ბრინჯაოს მედალი გარანტირებული გახადა.

,,ეს შეხვედრა საწინდარი გახდა იმისა, რომ ხაშურის 2006-წლიანების ,,ივერიის'' გუნდმა მოიპოვა იმერეთის ჩემპიონატის მესამე ადგილი და გუნდი დაჯილდოვდება ბრიანჯაოს მედლებით.'' - აღნიშნავენ ხაშურის მერიაში.

,,ივერიას'' გუნდს ხელმძღვანელობს ვახტანგ ჯაფარაშვილი და მევლუდ ლომიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები