ახალი ამბები
სკვერი ქერეში, რომლის გასაკეთებლად კომპანიას ვადა ორჯერ გაუხანგრძლივეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში დასასვენებელი სკვერი გააკეთეს. გორის მერიამ ამისთვის 15200 ლარი დახარჯა.

სამუშაოები 2020 წლის 2 დეკემბერს დაიწყო და ახალ წლამდე, 31 დეკემბრამდე უნდა დამთავრებულიყო, თუმცა კომპანია ,,ზუკა მშენის'' დირექტორმა მუშაობა დროულად ვერ დაასრულა და ვადის გადაწევა 2-ჯერ მოითხოვა.

გორის მერიის ზედამხევდელობის სამსახურის უფროსის, ზვიად ანესაშვილის ცნობით, დეკემბრის თვეში არსებულმა დაბალმა ტემპერატურამ საგრძნობლად შეაფერხა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პროექტების მონიტორინგის განყოფილებაში შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს მიზანშეწონილად მიაჩნია ხელშეკრულების მოქმედების ვადა 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდეს'' - აღნიშნულია ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ანესაშვილის მოხსენებით ბარათში, რომელიც მან გორის მერს 2021 წლის 27 იანვარს გაუგზავნა.

როგორც ირკვევა, ,,ზუკა მშენს'' ვადა ჯერ 15 იანვრამდე, შემდეგ კი, 31 მარტამდე გაუგრძელეს.

კომპანიას ამ ხნის განმავლობაში ფრაქციული ღორღის შეტანა და დატკეპნვა, ფანჩატურის, ერთი ცალი საქანელას და 5 სკამის დამონტაჟება, ასევე, ტერიტორიის შემოღობვა ევალებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები