ახალი ამბები
საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უპრეცედენტო საჩუქარი გაუკეთა პირველკურსელებს, რომლებმაც SEU პირველ ნომრად აირჩიეს [R]
SEU-ს რექტორის ინიციატივით, 2020 წელს, SEU-ში ჩარიცხულ პირველკურსელებს, რომლებმაც SEU პირველ ნომრად აირჩიეს, უნივერსიტეტმა უპრეცედენტო საჩუქრები შესთავაზა. სტუდენტს თავად შეეძლო აერჩია:

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელებს Notebook Lenovo ThinkBook 15 (15,6”) ან 1500ლ სასწავლო ვაუჩერი და უგრანტოებს Notebook Lenovo V15 (15,6”) ან 1000ლ სასწავლო ვაუჩერი.

სტუდენტთა ნაწილმა ვაუჩერი აირჩია, ხოლო დიდი ნაწილის არჩევანის შესაბამისად, SEU-მ 1400-ზე მეტი ლეპტოპი შეიძინა.



პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კარდაკარ, სოფელ-სოფელ, რეგიონ-რეგიონ, მთელი საქართველოს მასშტაბით მოიარეს SEU-ს პირველკურსელები და მათ თავიანთი საჩუქარი ჩაუტანეს 

გაზაფხულის სემესტრი SEU-ს ყველა პირველკურსელმა საკუთარი ლეპტოპით დაიწყო - თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით SEU-მ ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე სტუდენტს სწავლის თანაბარი პირობები შეუქმნა.

SEU ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და სტუ­დენ­ტებ­ზე ზრუნ­ვით. გარ­და სა­ჩუქ­რე­ბი­სა, სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ველ­თვის მაქ­სი­მა­ლურ მხარ­და­ჭე­რა­სა და ხელ­შე­წყო­ბას იღე­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ჰქონ­დეთ კომ­ფორ­ტუ­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი სას­წავ­ლო გა­რე­მო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები