ახალი ამბები
გორში ველოსიპედით მოძრავ ბავშვს მანქანა დაეჯახა
გორში, კომბინატის დასახლებაში 9-წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

,,გორმედის'' კლინიკაში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულ ბავშვს ოპერაცია დასჭირდა, რადგან აღინიშნება მენჯის და ორივე ბარძახის მოტეხილობა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები